Wednesday, 20 June 2018

საწრეო მუშაობის პროგრამა მე-7 კლ,2018წ.


                                                             საწრეო მუშაობა


წრის დასახელება: Listeners.
საგანი: ინგლისური ენა.
წრის ხელმძღვანელი: თ. იკოშვილი.
საფეხური: საბაზო,მე -VII  კლასი.
დრო/ხანგრძლივობა:13.02  - 15.05.2018


მიზანი:  მოსმენის უნარის გაუმჯობესება.
მოსწ.შეუძლია საერთაშორისო სიტყვების,მარტივი ფრაზების,გამოთქმების მოსმენა და გაგება.უცხ.ს.1.1
მოსწ.შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის მოსმენა და გაგება.უცხ.ს.1.3
მოსწ.შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას.უცხ.ს.1.4


შედეგი: მოსწ. შეძლებენ საერთაშორისო სიტყვების,მარტივი ფრაზების,გამოთქმების მოსმენას და გაგებას.სიტყვების ნაკადში ცალკეული სიტყვების/ფრაზების გარჩევას,შეძლებენ ამოიცნონ ფრაზების/გამოთქმების მნიშვნელობა.ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის მოსმენას და გაგებას.ამოიცნობენ თემას (პერსონაჟებს,მოვლენებს). ტექსტიდან ამოკრებენ  ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ,სად,როდის,რამდენი,რომელი...). ამოიცნობენ ინტონაციით გამოხატულ ემოციებს.მოსწ.შეძლებენ შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართონ სხვადასხვა სტრატეგიას: სათაურის,ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამენ ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ.ჩანაწერის გასაგებად გამოიყენებენ  არავერბალურ ელემენტებს(ხმის ტემბრს,ინტონაციას...).



წრის დასახელება:   Listeners.
წრის დახასიათება:  წრე შედგება საბაზო საფეხურზე მყოფი  10 მოსწავლისაგან.მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ  გაიუმჯობესონ მოსმენის უნარი. სასწ. მასალა საინტერესო და შინაარსიანია, მოიცავს ფართო მოსასმენ თემატიკას,რაც ხელს უწყობს  მოსწ. მოტივაციის ამაღლებას,მათ ჩართულობას საწრეო მუშაობის პროცესში.მოსწავლეთა დაინტერესებისა  და წახალისების მიზნით საწრეო მუშაობის პროგრამაში გამოყენებულია ასევე  მულთფილმები. საწრეო მუშაობა  მოსმენის მიმართულების გარდა მოიცავს ენის შესწავლის სხვა მიმართულებებსაც მოსმენასთან კომბინაციაში: კითხვა,წერა, საუბარი,გრამატიკა. საწრეო მუშაობა განხორციელდება ერთი სემესტრის განმავლობაში, ჩატარდება თერთმეტი სამუშაო შეხვედრა.




                                                                      განრიგი:
                                                           13,20,27 - თებერვალი.
                                                           6, 20,27 - მარტი.
                                                           3,17, 24 - აპრილი.
                                                           8,   15    - მაისი.


           13 თებერვალი.
1)      თემა -ა) მისალმება,გაცნობა.                  რესურსი: New English File/Beginner.
     მასწ.სთხოვს მოსწავლეებს რამდენიმე სიტყვით აღწერონ რას ხედავენ ფოტოებზე.   2.27/28 აღწერის შემდეგ მოსწავლ.გაეცნობიან უცხო სიტყვებს და  მოისმენენ 2 მცირე ზომის ტექსტს.მოსმენის შემდეგ მასწ.სთხოვს მათ  გადმოსცენ რის შესახებ არის საუბარი.  შემდეგ მოსწავლეები წაიკითხავენ დიალოგებს,მოისმინენ ტექსტს და გამოტოვებულ ადგილებში ჩაწერენ შესაბამის სიტყვებს,ისევ მოისმენენ დავალებას და შეამოწმებენ პასუხებს.
მოცემულ კითხვებს  ორივე დიალოგიდან აღნიშნავენ  True/False-ით.
        თემა - ბ) უილიამ   შექსპირი.   https://learnenglishkids.britishcouncil.org
მოსწ.გაეცნობიან უცხო სიტყვებს და დააკავშირებენ შესაბამის სურათთან.
მოისმენენ ტექსტს შექსპირის ცხოვრებასთან დაკავშირებით და მოკლედ აღწერენ თუ რა გაიგეს მოსმენილი ტექსტიდან.წაიკითხავენ დავალებას.(სხვადასხვა წინადადებებს ტექსტიდან).ისევ მოისმენენ მეორედ ტექსტს  და მოცემულ წინადადებებს მოსმენის მომენტში დაალაგებენ  თანმიმდევრულად.ისევ მოისმენენ ტექსტს, შეამოწმებენ პასუხებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
შეჯამება: შეასრულებენ  შემდეგ დავალებას, მოცემული სიტყვებიდან შემოხაზავენ ერთ სწორ სიტყვას ტექსტის მიხედვით და გააკეთებენ პრეზენტაციას


           20 თებერვალი       
 2)      თემა: -   ჰამლეტი.    http://learnenglishkids.britishcouncil.org
მოსწ.გაეცნობიან უცხო სიტყვებს და დააკავშირებენ  შესაბამის სურათთან.
მოისმენენ ტექსტს  ჰამლეტის ცხოვრებასთან დაკავშირებით და მოკლედ აღწერენ თუ რა გაიგეს მოსმენილი ტექსტიდან.წაიკითხავენ დავალებას-(სხვადასხვა წინადადებებს ტექსტიდან).ისევ მოისმენენ მეორედ ტექსტს და მოცემულ წინადადებებს მოსმენის მომენტში დაალაგებენ  თანმიმდევრულად.ისევ მოისმენენ ტექსტს, შეამოწმებენ პასუხებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
შეჯამება: მოსწ.შეასრულებენ  T/F დავალებას.
         27 თებერვალი
 3)   თემა -   რომეო და ჯულიეტა.  https://learnenglishkids.britishcouncil.org
მოსწ.გაეცნობიან უცხო სიტყვებს და დააკავშირებენ შესაბამის სურათთან.
მოისმენენ ტექსტს  და მოკლედ აღწერენ თუ რა გაიგეს მოსმენილი ტექსტიდან.წაიკითხავენ დავალებას.(სხვადასხვა წინადადებებს ტექსტიდან).ისევ მოისმენენ მეორედ ტექსტს და მოცემულ წინადადებებს მოსმენის მომენტში დაალაგებენ  თანმიმდევრულად.ისევ მოისმენენ ტექსტს, შეამოწმებენ პასუხებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
შეჯამება: მოსწ.შეასრულებენ  T/F დავალებას.


         6 მარტი
4)      თემა: -  ა) ქვეყნები, ეროვნებები, სადაური ხარ შენ?    რესურსი: New English File/Beginner.
მოსწ. მოისმენენ ქვეყნების სახელწოდებებს.1/12 და კითხვაზე სად მდებარეობს ის  ქვეყნებს დააკავშირებენ სურათებთან და დაწერენ ფოტოების ნომრებს ქვეყნების გასწვრივ.მოისმენენ დიალოგს -1.14 სადაური ხარ? შემდეგ მოისმენენ მსგავს დიალოგს და გამოტოვებულ ადგილებში ჩაწერენ იმ ქვეყნის დასახელებებს საიდანაც მოქმედი პირები არიან1.15 მოისმენენ ისევ დიალოგს და შეამოწმებენმოისმენენ და გაიმეორებენ ფრაზებს.1/16
მოისმენენ 1/22 დავალებას და მეორედ მოსმენის1/23 დროს გააკეთებენ განსხვავებას  აღნიშნავენ სწორ პასუხებს.
მოისმენენ ქვეყნებისა  და ეროვნებების დასახელებებს 1/24
მოსწ.დააკვირდებიან ფოტოებს,მოისმენენ დიალოგებს და დააკავშირებენ  სურათებთან.1.26
მოსწ. წაიკითხავენ და ისევ მოისმენენ დიალოგს. შეასრულებენ დავალებას,გაარჩევენ სწორ და არასწორ პასუხებს.  
თემა: -  ბპირადი ინფორმაცია,ასაკი, ტელეფონის ნომერი.    New English File/Beginner.
მოსწ.გაეცნობიან ლექსიკას  0=oh/zero; 22= double 2;  sorry. -  2.29
მოისმენენ ტელეფონის ნომერს და დაწერენმოისმენენ თუ როგორ იკითხება ტელეფონის ნომერი და  თავადაც გაიმეორებენ -2.30 შემდეგ მოისმენენ რიცხვით სახელებს,იგივე დავალების მეორედ მოსმენის დროს იპოვიან დასახელებულ რიცხვებს შორის განსხვავებას და აღნიშნავენ სწორ პასუხებს.გააკეთებენ პრეზენტაციას -2.32/33
შემდეგ მოსწ. მოისმენენ სხვადასხვა ადამიანებთან დაკავშირებით ინფორმაციას ოჯახის წევრებისა და მათი ასაკის შესახებ და თითოეული მათგანის ოჯახის წევრებისა და მათი ასაკის შესახებ ინფორმაციას დაწერენ სურათების ქვემოთ.-2/36
მასწ.დასვამს შეკითხვებს მოსმენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით,მოსწ. უპასუხებენ კითხვებს.
მოსწ.მოისმენენ კითხვებს პირად ინფორმაციასთან დაკავშირებით და შეავსებენ კითხვარის ფორმას.2.37


       20   მარტი
5)   თემა: ა) დრო,კვირის დღეები,დალაქთან           რესურსი: New English File/Beginner.
მოსწ. მოისმენენ ორ მცირე დიალოგს დროსთან დაკავშირებით და დიალოგებს დააკავშირებენ სურათებთან.3.25 ისევ მოისმენენ დიალოგს და გაიმეორებენ ფრაზებს.3.26
მოისმენენ და დაწერენ შესაბამის დროს 3.28 ისევ მოისმენენ და შეამოწმებენ. შემდეგ წყვილებში დასვამენ კითხვას რომელი საათია და უპასუხებენ.
მოისმენენ დიალოგს სხვადასხვა ადამიანებთან დაკავშირებით და შეავსებენ კითხვარს მათ შესახებ.ისევ მოისმენენ მეორედ  და შეამოწმებენ.  გააკეთებენ პრეზენტაციას.3.32
         თემა:  ბ) კვირის დღეები.
მოისმენენ  კვირის დღეებს და გაიმეორებენ.3.33  მოისმენენ დიალოგს და დაწერენ გამოტოვებულ  კვირის დღეს.3.34 ისევ მოისმენენ და შეამოწმებენ.
        თემა:  გ) დალაქთან. ახლ.მარტივი დრო.
მოსწ. გაეცნობიან  ახალ სიტყვებს  და წაიკითხავენ დიალოგს,შემდეგ მოისმენენ დიალოგს და გამოტოვებულ ადგილებს შეავსებენ შესაბამისი სიტყვით და  მოცემულ სურათებს დაალაგებენ თანმიმდევრულად.3.1.ისევ მოისმენენ დიალოგს და შეამოწმებენ ჩაწერილ პასუხებს.შემდეგ მოისმენენ დიალოგის გაგრძელებას და დაწერენ მოცემული კითხვის შესაბამის პასუხს.3.2 წაიკითხავენ და გაეცნობიან შემდეგ დავალებას ,მოისმენენ დიალოგს და აღნიშნავენ სწორ პასუხებს. გააკეთებენ პრეზენტაციას.3.6

         27 მარტი.        
  6)    თემა:  ა) ჰამერფესტი.           რესურსი: New English File/Beginner.
მოსწ. გაეცნობიან ახალ სიტყვებს და კითხვებს ტექსტთან დაკავშირებით.მოისმენენ ტექსტს ორჯერ და კითხვებს დაალაგებენ თანმიმდევრულად ტექსტში აღწერილი შინაარსის მიხედვით,ისევ მოისმენენ დავალებას და შეამოწმებენ პასუხებს.4.7

        თემა:  ბ) ნების დართვა  და შესაძლებლობა -( can/can’t)
მოისმენენ დიალოგებს თემასთან დაკავშირებით ორჯერ და უპასუხებენ შეკითხვებს.4.12
მოისმენენ  ფრაზებს და განასხვავებენ can/ can’t -ს 4.15. ისევ მოისმენენ ფრაზებს და  აღნიშნავენ სწორ პასუხებს 4.16
       თემა:  გ) ფულის ერთეული,ფასები  Can I have…please.
მოსწ. მოისმენენ დავალებას ფულის ერთეულებთან დაკავშირებით 4.18,შემდეგ მოცემულ ფასებს და წინადადებებს დააკავშირებენ ერთმანეთთან,მოისმენენ დავალებას და შეამოწმებენ პასუხებს 4.19
მოისმენენ ოთხ მცირე დიალოგს,გაიგებენ რა ღირს სურათზე აღნიშნული ნივთები და შემოხაზავენ სწორ პასუხებს.4.20
     თემა:  დ) მენიუ. 
მოსწ. გაეცნობიან ლექსიკას,წაიკითხავენ მენიუს და ფასებს,მოისმენენ დიალოგს 4.23 და ჩაწერენ გამოტოვებულ სიტყვებს,ისევ მოისმენენ დიალოგს და გაიგებენ რა მოითხოვა ქალბატონმა და რა ღირს.
შეჯამება:შემდეგ მოისმენენ დიალოგს სხვადასხვა ადამინების შესახებ 4.28 ადგილთან,საკვებთან და ფასებთან დაკავშირებით და დაწერენ თითოეული ადამიანის პასუხებს სურათების ქვემოთ,ისევ მოისმენენ ტექსტს,შეამოწმებენ პასუხებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.


3 აპრილი
7)   თემა: - ) პროფესია.   Was,were - წარსული დრო        რესურსი: New English File/Beginner.
მოსწ.გაეცნობიან ლექსიკას პროფესიასთან დაკავშირებით,შემდეგ მოისმენენ დავალებას 2- ჯერ და გამოტოვებულ ადგილებში ჩაწერენ შესაბამის პროფესიას.შემდეგ მასწ. სვამს კითხვებს დავალებასთან დაკავშირებით,ვინ რა პროფესიისაა,მოსწ. უპასუხებენ კითხვებს.5/1

     თემა: - )  in,at,on  წინდებულების გამოყენება
მოსწ. მოისმენენ  in,at,on  წინდებულიან ფრაზებს. 5/6. და წაიკითხავენ.  შემდეგ მოისმენენ დავალებას და დაწერენ პირველ დავალებაში მოსმენილ წინდებულიან ფრაზებს- კონკრეტულ დროზე რა მოქმედება ხდებოდა.ისევ მოისმენენ დავალებას მეორედ  და პასუხობენ მასწ. კითხვებს.5/7

    თემა: - ერთი ტიპიური დღე.
ტექსტის მოსმენამდე მოსწ. წაიკითხავენ ფრაზებს,მოისმენენ ტექსტს და აღნიშნავენ თუ რა ადგილას იმყოფებოდა მოქმედი პირი. 5/8.  წაიკითხავენ დიალოგს,შემდეგ მოისმენენ ტექსტს ისევ და გამოტოვებულ ადგილებში ჩაწერენ შესაბამის სიტყვას. ისევ მოისმენენ დავალებას და შეამოწმებენ რამდენად სწორად დაწერეს პასუხები.გააკეთებენ პრეზენტაციას.
მოისმენენ დიალოგის გაგრძელებას და უპასუხებენ კითხვებს. 5/9
   თემა: -) თვე,რიცხვი/თარიღი     
მოსწ. მოისმენენ რიგობით და რაოდენობით რიცხვით სახელებს.5.22მოისმენენ თვეების სახელწოდებებს 5.23 მოისმენენ  დიალოგს 5.24 და დაწერენ შესაბამის რიგობით რიცხვით სახელს. მოისმენენ თვეს და რიცხვს ერთად5.25(შეისწავლიან როგორ გამოითქმევა თარიღი ინგლისურად) მოისმენენ დიალოგებს 5.28 და დაწერენ დაბადების დღის თარიღს და რა გააკეთეს მოსაუბრეებმა  დაბადების დღეზე.ისევ მოისმენენ დიალოგას და გააკეთებენ პრეზენტაციას.


       17  აპრილი
 8)      თემა:  ისააკ ნიუტონი.    http://learnenglishkids.britishcouncil.org
მოსწ.გაეცნობიან უცხო სიტყვებს და დააკავშირებენ  შესაბამის სურათთან.
მოისმენენ ტექსტს  ისააკ ნიუტონის ცხოვრებასთან დაკავშირებით და მოკლედ აღწერენ თუ რა გაიგეს მოსმენილი ტექსტიდან.წაიკითხავენ დავალებას-(სხვადასხვა წინადადებებს ტექსტიდან).ისევ მოისმენენ მეორედ ტექსტს და მოცემულ წინადადებებს მოსმენის მომენტში დაალაგებენ  თანმიმდევრულად.ისევ მოისმენენ ტექსტს, შეამოწმებენ პასუხებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
შეჯამება: მოსწ.შეასრულებენ  T/F დავალებას.


        24  აპრილი
9)    თემა: -   ა) სასტუმროში.                  
მოსწ. გაეცნობიან სიტყვებს , მოისმენენ დიალოგს ორჯერ და ჩაწერენ შესაბამის სიტყვას, კვლავ მოისმენენ,შეამოწმებენ პასუხებს  და წაიკითხავენ.6.3  მოისმენენ დიალოგის გაგრძელებას და გაარკვევენ რა მოხდა სასტუმროში შემდეგ.ისაუბრებენ  და გადმოსცემენ რა მოხდა შემდეგ.
       თემა: -  ბ) თხოვნა,აზრის გამოხატვა.ნაცვალსახელი.
მოსწ.მოისმენენ დიალოგს თხოვნის და აზრის გამოხატვის შესახებ.6.21 ისევ მოისმენენ და გაიმეორებენ ფრაზებს 6.22
მოიმენენ მუსიკის ნაწყვეტებს 6.24 და გამოხატავენ თავიანთ აზრს მუსიკის შესახებ,აღნიშნავენ ღიმილებით (სმაილებით) სურათების ქვემოთ,დაწერენ ნაცვალსახელებს.მოისმენენ დიალოგებს ფილმთან დაკავშირებით აზრის გამოხატვის შესახებ,მოისმენენ და დაასრულებენ ფრაზებს.ისევ მოისმენენ და შეამოწმებენ პასუხს  6.27
მოისმენენ დიალოგს რამდენჯერმე  და შემოხაზავენ სწორ პასუხს.. 6.28



        8 მაისი
10)   თემა: -  ა)  მოგზაურობა - be going to.               რესურსი: New English File/Beginner.     
მოსწ. გაეცნობიან სიტყვებს,წაიკითხავენ დიალოგს და შემდეგ მოისმენენ  7.5. დაწერენ გამოტოვებულ სიტყვებს,მოისმენენ ისევ და შეამოწმებენ.მოსმენის შემდეგ გაიგებენ რომელი დროა გამოყენებული დიალოგში. ისევ მოისმენენ და გაიმეორებენ გამუქებულ   be going to-ს გამოყენებას წინადადებებში 7.8
მოსწ. მოისმენენ წინა დიალოგის გაგრძელებას 7.10 და მოცემულ სურათებს დაალაგებენ ტექსტის მიხედვით,წაიკითხავენ დავალებას ისევ მოიმენენ დიალოგს ორჯერ და დაწერენ T-F-ს.
        თემა:-   ბ)  ამინდი- be going to.          
მოსწ. წაიკითხავენ და დააკავშირებენ წინადადებებს ამინდის სიმბოლოებთან.მოისმენენ ტექსტს  ორჯერ 7.11 და რუკაზე აღნიშნავენ ამინდის სიმბოლოებს,გააკეთებენ პრეზენტაციას.
      თემა: გ) წინდებულები: next to, opposite, between,  on the corner.
მოსწ. მოიმენენ წინდებულებს და გაიმეორებენ7.15,მოისმენენ დიალოგს 7.17 და და დაწერენ შესაბამის სიტყვას.მოისმენენ და გაიმეორებენ დიალოგს 7.18 შემდეგ დიალოგის მიხედვით წყვილებში დასვამენ კითხვებს სურათზე გამოსახული შენობების შესახებ და უპასუხებენ.
მოისმენენ მიმართულებებს მარჯვნივ,მარცხნივ,პირდაპირ7.19 და ფრაზებს დააკავშირებენ სურათებთან.მოისმენენ დიალოგს ორჯერ 7/20 და გაარკვევენ  რომელი  შენობაა ავტოსადგური.
მოისმენენ დიალოგებს ორჯერ და დაწერენ ადგილს და მიმართულებას7.23 გააკეთებენ პრეზენტაციას.
მოიმენენ კითხვებს  და აღნიშნავენ  a)  ან  b) პასუხებს.

             15 მაისი 
11) თემა: -  ბეატრიქს  პოტერი.  https://learnenglishkids.britishcouncil.org
მოსწ.გაეცნობიან უცხო სიტყვებს და დააკავშირებენ შესაბამის სურათთან.
მოისმენენ ტექსტს   და მოკლედ აღწერენ თუ რა გაიგეს მოსმენილი ტექსტიდან.წაიკითხავენ დავალებას.(სხვადასხვა წინადადებებს ტექსტიდან).ისევ მოისმენენ 2-ჯერ ტექსტს და მოცემულ წინადადებებს მოსმენის მომენტში დაალაგებენ  თანმიმდევრულად.ისევ მოისმენენ ტექსტს, შეამოწმებენ პასუხებს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
შეჯამება: მასწ. სვამს კითხვებს ტექსტთან დაკავშირებით,მოსწ. პასუხობენ კითხვებს.







No comments:

Post a Comment