Wednesday, 20 June 2018

საწრეო მუშაობის რეფლექსია მე-7 კლ.2018წ.


                                              საწრეო მუშაობის რეფლექსია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის  ფარგლებში  2017-2018 სასწავლო წლის  მე-2  სემესტრში დავიწყე საწრეო მუშაობის განხორციელება მე-7 კლასში სახელწოდებით ’’ Listeners’’. საწრეო მუშაობა მოიცავდა  11 სამუშაო შეხვედრას.  
საწრეო მუშაობის მიზანი იყო: მოსმენის უნარის გაუმჯობესება.
მოსწ. შეძლებს  საერთაშორისო სიტყვების,მარტივი ფრაზების,გამოთქმების მოსმენას და გაგებას.უცხ.ს.1.1
მოსწ. შეძლებს  ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის მოსმენას და გაგებას.უცხ.ს. 1.3
მოსწ. შეძლებს შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადსხვა სტრატეგიას. უცხ.ს.1.4
წრეში საწყის ეტაპზე გაწევრიანებული იყო 10 მოსწავლე,შემდეგ წრეს გამოაკლდა ერთი მოსწავლე(მოსწავლე გადავიდა სხვა სკოლაში).პირველი მოსასმენი დავალება მოიცავდა მისალმებასა და გაცნობასთან დაკავშირებულ თემას.მოსწავლეებმა ასევე მოისმინეს დავალებები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით: ქვეყნებთან,ეროვნებებთან,პირად ინფორმაციასთან,ასაკთან,ტელეფონის ნომერთან,დროსთან,კვირის დღეებთან,თვეებთან,რიცხვთან/თარიღთან, ერთი ტიპიურ დღესთან,დალაქთან,მოგზაურობასთან,ამინდთან,თხოვნასთან,აზრის გამოხატვასთან დაკავშირებული თემები.ყველა ეს თემა მოსწავლეებმა მოისმინეს და დაწერეს გრამატიკულ მასალასთან კავშირში: be-was/were; be going to; ნაცვალსახელები,წინდებულები და ა.შ.მოსწავლეები უპირველესყოვლისა ეცნობოდნენ უცხო სიტყვებს,შემდეგ ისმენდნენ ტექსტს და ასრულებდნენ ტექსტთან დაკავშირებულ სხვადასხვა დავალებებს: T/F,კითხვა-პასუხი,გამოტოვებული სიტყვის/ფრაზის ჩაწერა და ა.შ.
წახალისების მიზნით მოსწავლეები ასევე უსმენდნენ და უყურებდნენ მულთფილმებს: მოისმინეს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია,დაწერეს დავალებები მოსმენილი ტექსტების მიხედვით:(წინადადებების თანმიმდევრულად დალაგება, კითხვა - პასუხი,სწორი-არასწორი წინადადებები).
მოსწავლეებმა შეძლეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნის მიღწევა მოსმენის მიმართულებით.გაიუმჯობესეს მოსმენის უნარი,თუმცა საწყის ეტაპზე უჭირდათ მოსასმენი ტექსტის გაგება და მიწევდა მათთვის ტექსტის დანაწევრებით და განმეორებით რამდენჯერმე მოსმენა,მაგრამ მუშაობის პროცესში ეს სიძნელე ნელ ნელა დაძლიეს.
მოსწ.შეძლეს საერთაშორისო სიტყვების,მარტივივი ფრაზების,გამოთქმების მოსმენა და გაგება.სიტყვების ნაკადში ცალკეული სიტყვების/ფრაზების გარჩევა,შეძლეს ფრაზების/გამოთქმების მნიშვნელობის ამოცნობა.ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის მოსმენა და გაგება. ამოიცნეს  თემა - (პერსონაჟები,მოვლენები)ტექსტიდან ამოკრიბეს  ფაქტობრივი ინფორმაცია ( ვინ,სად,როდის, რამდენი,რომელი...).ამოიცნეს ინტონაციით გამოხატული ემოციები.მოსწ. შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით მიმართავდნენ სხვადასხავა სტრატეგიებს: სათაურის,ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამდნენ ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ.მოსასმენი დავალებების გაგების მიზნით მოსწავლეები იყენებდნენ არავერბალურ ელემენტებს(ხმის ტემბრს,ინტონაციას...).
საწრეო მუშაობა მოსმენის მიმართულების გარდა მოიცავდა ენის შესწავლის სხვა მიმართულებებს მოსმენასთან კომბინაციაში: კითხვა,წერა,საუბარი,გრამატიკა.(წერდნენ სიტყვებს და ფრაზებს,კითხულობდნენ ტექსტს,პასუხობდნენ კითხვებს და ისმენდნენ დავალებებს გრამატიკული ერთეულების გამოყენებით).
არ გამხდარა საჭირო გეგმის ან განრიგის შეცვლა (გარდა ზემოთ აღნიშნულისა,ტექსტის დაყოფით მოსმენა უკეთ გაგების მიზნით).
მოსწავლეები აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულნი საწრეო მუშაობაში,რასაც ვფიქრობ ხელს უწყობდა გამოყენებული,მრავალფეროვანი თემები.

გამოყენებული რესურსი: New English file/beginner.
                                               Learnenglishkids.britishcouncil.org



No comments:

Post a Comment