Wednesday, 20 June 2018

ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამა მე-10კლ.


ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი პროგრამა

                                                            I - სემესტრი


        მიზანი:  მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა,მოტივირება,ცოდნის გაღრმავება,ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული უნარების პრაქტიკაში გამოყენება,გამოცდილების მიღება.
მოსწავლეები შეძლებენ წაიკითხონ და გაიგონ სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი,ამოიცნონ მთავარი თემა და საკითხები.უცხ.ს. III.6.
მოსწავლეები შეძლებენ დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტის შედგენას და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენას უცხ.ს. III.13.
მოსწავლეები შეძლებენ  ტექსტის სტრუქტურის დაცვას,საბაზისო ენობრივი  უნარ-ჩვევების, მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების, ახლად შესწავლილი სიტყვებისა და გამოთქმების,ზმნის ფორმების,დროებისა და პუნქტუაციის ნორმების დაცვას. უცხ.ს.III.14
      შედეგი: მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტის ამოიცნობა,მთავარი თემისა და საკითხების გაგება,ტექსტის სტრუქტურის დაცვა,საბაზისო ენობრივი  უნარ-ჩვევების, მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების, ახლად შესწავლილი სიტყვებისა და გამოთქმების,ზმნის ფორმების,დროებისა და პუნქტუაციის ნორმების დაცვა, ასევე ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული უნარების პრაქტიკაში გამოყენება:მცირე ზომის ტექსტის შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა;


მუშაობის განრიგი:  სულ 12  საათი.
      4-11-18-25  ოქტომბერი.
      1-8-15-22-29  ნოემბერი.
      6-13- 20    დეკემბერი.

1)     თემა:   Present tense;   Prasal verbs:look into/up to/up/after/forward to
აქტივობა: 1.  მასწ. აძლევს მოსწავლეებს წინადადებებს  აწმყო დროებში,მოსწ. დაალაგებენ წინადადებებს აწმყო დროის ფორმების მიხედვით.მოსწავლეები მუშაობენ ტესტებზე ( აწმყო დრო) ინდივიდუალურად.
2.  მასწ. უხსნის მოსწავლეებს phrasal verb - ის მნიშვნელობებს  look into/up to/up/after/forward to,მოსწ. მუშაობენ,სვამენ ზმნებს წინადადებებში ინდივიდუალურად.
3. მასალის შეჯამება: მასწ.ამოწმებს ტესტებს,გაანალიზებს მოსწავლეთა შედეგებს, და აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

რესურსი: Round up 4.   Top score 3.    p. 4


    2)     თემა:   Past  tense;   Prasal verbs get on/ off/into/ out of/
         აქტივობა: 1.  მასწ. აძლევს მოსწავლეებს წინადადებებს  წარსულ  დროებში,მოსწ.        დაალაგებენ წინადადებებს წარსული  დროის ფორმების მიხედვით.მოსწავლეები მუშაობენ  ტესტებზე (წარსული დრო) ინდივიდუალურად.
       მასწ. უხსნის მოსწავლეებს  phrasal verb-ის მნიშვნელობებს get on/ off/into/ out of ,მოსწ. მუშაობენ,სვამენ ზმნებს წინადადებებში ინდივიდუალურად.
      მასალის შეჯამება: მასწ.ამოწმებს ტესტებს,გაანალიზებს მოსწ. შედეგებს და აძლევს განმავითარებელ შეფასებას. რესურსი: Round up 4.   Top score 3.    p. 83

3)         თემა:   Future  tense:  will,  be going to.  უცხო ტექსტზე მუშაობა
აქტივობა: მასწ. აძლევს მოსწ. წინადადებებს  will  და be going to -ს გამოყენებით,მოსწ.პოულობენ განსხვავებას და მუშაობენ ტესტზე,შემდეგ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს  ტექსტს,მოსწავლეები წაიკითხავენ და ამოირჩევენ ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთ სწორ პასუხს ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე.ბოლოს მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ  მასალას.
      რესურსი: Round up 4.  პ.  25-26.  გურასაშვილის ტესტები.

4)         თემა:  passive tense.  უცხო ტექსტზე მუშაობა

აქტივობა: 1.  მასწ. აძლევს მოსწავლეებს წინადადებებს    passive -ის დროებში,მოსწ. დაალაგებენ წინადადებებს  დროის  მიხედვით. შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ ტესტებზე (passive tense) ინდივიდუალურად.
2.მოსწ. მუშაობენ ტექსტზე, მოცემულ  წინადადებებს დაუკავშირებენ  აბზაცებს.
3. მასალის შეჯამება: მასწ.ამოწმებს მოსწავლეთა ნამუშევარს,გაანალიზებს მოსწ. შედეგებს და აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
რესურსი:    Round  up  4.   Laser B1+   p.60.  unit 7

5)      თემა : Conditional; უცხო ტექსტზე მუშაობა
აქტივობა:  მასწ.  აძლევს მოსწ. წინადადებებს Conditional-ის  ყველა ფორმით.მოსწ. დაალაგებენ წინადადებებს  რიგითობის მიხედვით,იმუშავებენ  Conditional-ზე  წყვილებში.
მოსწ. იმუშავებენ  უცხო ტექსტზე:  სიტყვა ჩასმა ტექსტში. 
რესურსი:    Destination  B1. P 118-unit  28-29.   გურასაშვილის ტესტები.

6)    თემა: Conjuction, links.
აქტივობა: მასწ. ასახელებს  მაკავშირებელ სიტყვებს (Conjuction).უხსნის  მოსწ. მათ გამოყენებას.შემდეგ მოსწ მუშაობენ წყვილებში, ბოლოს აჯამებენ სწორ და არასწორ პასუხებს და მსჯელობენ მათ გამოყენებაზე.    რესურსი:    Destination  B1. P 166

7)      თემა: Essay -ს წერა
აქტივობა:  მასწ. უხსნის მოსწ. წერის ზოგად სტრუქტურას( შესავალი, არგუმენტები, დასკვნა)
აძლევს  ზოგად  ფრაზებს, მაკავშირებელ  სიტყვებს (Although,However, firstly… to begin with, to sum up) და ა.შ
მოსწავლეები წერენ თემას  ამ ფრაზების გამოყენებით.
რესურსი: Laser B1+     p. 20.Unit 2.


8)     თემა: Essay -ს წერა

აქტივობა:  მასწ. აძლევს მოსწ. კონკრეტულ თემას ,ახსენებს ფრაზებს,რომლებიც შეიძლება  მოსწავლეებმა წერის დროს გამოიყენონ. მოსწ. წერენ ინდივიდუალურად,მასწ. აძლევს განმავითარებელ შეფასებას.    რესურსი:  Toeffel.

9)    თემა:  Direct,Indirect speech.
აქტივობა:  მასწ. უხსნის მოსწ. Direct,Indirect speech-ის  წარმოებას  და გამოყენებას. მოსწ. მუშაობენ  ტესტზე ინდივიდუალურად.მასწ.  ამოწმებს ტესტს და ერთად მსჯელობენ თემაზე.   რესურსი: Round  up 4. P.113.    


10)    თემა:  Direct,Indirect speech: კითხვითი  და ბრძანებითი ფორმების გამოყენება
აქტივობა:  მასწ. უხსნის მოსწ. Direct,Indirect speech-ის კითხვითი  და ბრძანებითი ფორმების  წარმოებას  და გამოყენებას. მოსწ. მუშაობენ  ტესტზე ინდივიდუალურად.მასწ.  ამოწმებს ტესტს და ერთად მსჯელობენ თემაზე.                         რესურსი:   Destination 1.

11 -12)  თემა:  ტესტებზე მუშაობა - მასალის შეჯამება.
აქტივობა:  მოსწავლეები  ინდივიდუალურად მუშაობენ  ტესტებზე.
რესურსი:  naec.ge  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.


ინგლისური ენის მასწავლებელი:   თ.იკოშვილი.  2017წ.

No comments:

Post a Comment