ოლიმპიადისათვის
მოსამზადებელი პროგრამის რეფლექსია.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის
ფარგლებში 2017 -2018 წლის ოქტომბერში დავიწყე მე-10 კლასის მოსწავლეებთან ოლიმპიადისათვის
მოსამზადებელ პროგრამაზე მუშაობა.პროგრამა გაწერილია ერთ სემესტრზე და მოიცავს 12 სამუშაო
შეხვედრას.
ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამის მიზანი: მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა,მოტივირება,ცოდნის გაღრმავება,ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული უნარების პრაქტიკაში გამოყენება,გამოცდილების მიღება.
მოსწავლეები
შეძლებენ წაიკითხონ და გაიგონ სხვადასხვა
სახის ინფორმაციული ტექსტი,ამოიცნონ მთავარი თემა და საკითხები.უცხ.ს. III.6.
მოსწავლეები
შეძლებენ დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტის შედგენას და შემოქმედებითი დამოკიდებულების
გამოვლენას უცხ.ს. III.13.
მოსწავლეები
შეძლებენ ტექსტის
სტრუქტურის დაცვას,საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევების, მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების, ახლად შესწავლილი სიტყვებისა და გამოთქმების,ზმნის
ფორმების,დროებისა და პუნქტუაციის ნორმების
დაცვას. უცხ.ს.III.14
7 მოსწავლე ჩაერთო მოსამზადებელ პროგრამაში.მოსწავლეებმა
პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს: ახლანდელი დროები,წარსული დროები,მომავალი დროები,ვნებითი
გვარი,პირობითი დამოკიდებული წინადადებები,მაკავშირებელი სიტყვები, ფრაზეოლოგიური ზმნები.
მოსწავლეებმა შეისწავლეს თემის წერის სტრუქტურა(შესავალი,არგუმენტები,დასკვნა)
და მაკავშირებელი სიტყვების გამოყენება.საწყის ეტაპზე მოსწავლეებს გაუჭირდათ თემის
წერა: გრამატიკული ერთეულებისა თუ ლექსიკური მასალის ერთად სწორ კონტექსტში გამოყენება,მაგრამ
შემდეგ ეტაპზე ნელ ნელა ართმევდნენ თავს წერის დროს დაშვებულ
სირთულეებს და ისწავლეს თემის წერის სტრუქტურა.(თუმცა ეს რთული და ხანგრძლივი
პროცესია და შეცდომები და შენიშვნები წერის დროს მუდამ არსებობს). მოსწავლეებმა ასევე
შეისწავლეს პირდაპირი და არაპირდაპირი თქმა კითხვითი და ბრძანებითი ფორმების გამოყენებით.ბოლო
ორი შეხვედრის დროს მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობდნენ naec.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ ტესტებზე.თითოეული
შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებდი
და ვაანალიზებდი შედეგებს და ვაძლევდი მათ განმავითარებელ შეფასებას.
შვიდმა მოსწავლემ მიიღო
მონაწილეობა ოლიმპიადაში, სამმა მოსწავლემ შეძლო მაღალი ქულების დაგროვება და საკმაოდ
მაღალი შედეგების მიღება, მოსწავლეებმა შეძლეს ეროვნული
სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრული მიზნის
მიღწევა: სხვადასხვა
სახის ინფორმაციული ტექსტის ამოცნობა,მთავარი თემისა და საკითხების გაგება,ტექსტის სტრუქტურის დაცვა,საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევების, მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების, ახლად შესწავლილი სიტყვებისა და გამოთქმების,ზმნის
ფორმების,დროებისა და პუნქტუაციის ნორმების
დაცვა, ასევე ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული უნარების პრაქტიკაში გამოყენება:მცირე ზომის ტექსტის შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების
გამოვლენა.საკმაოდ კარგი
შედეგის მიუხედავად პროცენტული გამოთვლის მიხედვით
ეს მოსწავლეები (სამი მოსწავლე) ვერ მოხვდნენ
რეიტინგულ ათასეულთა სიაში,საიდანაც ნათლად გამოჩნდა რომ მოსწავლეებს მეტი მონდომება
და მუშაობა მართებთ როგორც ლექსიკურ ისე გრამატიკულ მასალაზე,ტესტზე მუშაობისას დაშვებულ
შეცდომებს გავითვალისწინებთ მომავალში და უფრო მეტი ჩართულობითა და ინდივიდუალური მუშაობით
გამოვასწორებთ.
გამოყენებული რესურსი: Round up; Top score 3;
Laser B1+;
Destination
B1. Naec.ge-ის
ტესტები.
ინგლისური ენის მასწავლებელი: თ.იკოშვილი.
2017-2018.
No comments:
Post a Comment