Wednesday 20 June 2018

ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამის პეფლექსია.მე-10კლ.


ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამის რეფლექსია.


მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ფარგლებში 2017 -2018 წლის ოქტომბერში დავიწყე მე-10 კლასის მოსწავლეებთან ოლიმპიადისათვის მოსამზადებელ პროგრამაზე მუშაობა.პროგრამა გაწერილია ერთ სემესტრზე და მოიცავს 12 სამუშაო შეხვედრას.
ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამის მიზანი: მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა,მოტივირება,ცოდნის გაღრმავება,ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული უნარების პრაქტიკაში გამოყენება,გამოცდილების მიღება.
მოსწავლეები შეძლებენ წაიკითხონ და გაიგონ სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი,ამოიცნონ მთავარი თემა და საკითხები.უცხ.. III.6.
მოსწავლეები შეძლებენ დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტის შედგენას და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენას უცხ.. III.13.
მოსწავლეები შეძლებენ  ტექსტის სტრუქტურის დაცვას,საბაზისო ენობრივი  უნარ-ჩვევების, მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების, ახლად შესწავლილი სიტყვებისა და გამოთქმების,ზმნის ფორმების,დროებისა და პუნქტუაციის ნორმების დაცვას. უცხ..III.14
7 მოსწავლე ჩაერთო მოსამზადებელ პროგრამაში.მოსწავლეებმა პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს: ახლანდელი დროები,წარსული დროები,მომავალი დროები,ვნებითი გვარი,პირობითი დამოკიდებული წინადადებები,მაკავშირებელი სიტყვები, ფრაზეოლოგიური ზმნები.
მოსწავლეებმა შეისწავლეს თემის წერის სტრუქტურა(შესავალი,არგუმენტები,დასკვნა) და მაკავშირებელი სიტყვების გამოყენება.საწყის ეტაპზე მოსწავლეებს გაუჭირდათ თემის წერა: გრამატიკული ერთეულებისა თუ ლექსიკური მასალის ერთად სწორ კონტექსტში გამოყენება,მაგრამ შემდეგ ეტაპზე ნელ ნელა ართმევდნენ თავს წერის დროს  დაშვებულ    სირთულეებს და ისწავლეს თემის წერის სტრუქტურა.(თუმცა ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია და შეცდომები და შენიშვნები წერის დროს მუდამ არსებობს). მოსწავლეებმა ასევე შეისწავლეს პირდაპირი და არაპირდაპირი თქმა კითხვითი და ბრძანებითი ფორმების გამოყენებით.ბოლო ორი შეხვედრის დროს მოსწავლეები ინდივიდუალურად მუშაობდნენ   naec.ge-ის მიერ გამოქვეყნებულ ტესტებზე.თითოეული შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებდი  და ვაანალიზებდი შედეგებს და ვაძლევდი მათ განმავითარებელ შეფასებას.
შვიდმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაში, სამმა მოსწავლემ შეძლო მაღალი ქულების დაგროვება და საკმაოდ მაღალი შედეგების მიღება, მოსწავლეებმა შეძლეს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით განსაზღვრული მიზნის მიღწევა: სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტის ამოცნობა,მთავარი თემისა და საკითხების გაგება,ტექსტის სტრუქტურის დაცვა,საბაზისო ენობრივი  უნარ-ჩვევების, მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების, ახლად შესწავლილი სიტყვებისა და გამოთქმების,ზმნის ფორმების,დროებისა და პუნქტუაციის ნორმების დაცვა, ასევე ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული უნარების პრაქტიკაში გამოყენება:მცირე ზომის ტექსტის შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა.საკმაოდ კარგი შედეგის მიუხედავად  პროცენტული გამოთვლის მიხედვით ეს მოსწავლეები (სამი მოსწავლე) ვერ მოხვდნენ  რეიტინგულ ათასეულთა სიაში,საიდანაც ნათლად გამოჩნდა რომ მოსწავლეებს მეტი მონდომება და მუშაობა მართებთ როგორც ლექსიკურ ისე გრამატიკულ მასალაზე,ტესტზე მუშაობისას დაშვებულ შეცდომებს გავითვალისწინებთ მომავალში და უფრო მეტი ჩართულობითა და ინდივიდუალური მუშაობით გამოვასწორებთ.

გამოყენებული რესურსი: Round up;   Top score 3;   Laser B1+;
                                               Destination B1. Naec.ge-ის ტესტები.



ინგლისური ენის მასწავლებელი: თ.იკოშვილი.
2017-2018.



ოლიმპიადისათვის მოსამზადებელი პროგრამა მე-10კლ.


ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი პროგრამა

                                                            I - სემესტრი


        მიზანი:  მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა,მოტივირება,ცოდნის გაღრმავება,ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული უნარების პრაქტიკაში გამოყენება,გამოცდილების მიღება.
მოსწავლეები შეძლებენ წაიკითხონ და გაიგონ სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტი,ამოიცნონ მთავარი თემა და საკითხები.უცხ.ს. III.6.
მოსწავლეები შეძლებენ დამხმარე საშუალებებზე დაყრდნობით მცირე ზომის ტექსტის შედგენას და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენას უცხ.ს. III.13.
მოსწავლეები შეძლებენ  ტექსტის სტრუქტურის დაცვას,საბაზისო ენობრივი  უნარ-ჩვევების, მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების, ახლად შესწავლილი სიტყვებისა და გამოთქმების,ზმნის ფორმების,დროებისა და პუნქტუაციის ნორმების დაცვას. უცხ.ს.III.14
      შედეგი: მოსწავლეებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის ინფორმაციული ტექსტის ამოიცნობა,მთავარი თემისა და საკითხების გაგება,ტექსტის სტრუქტურის დაცვა,საბაზისო ენობრივი  უნარ-ჩვევების, მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებების, ახლად შესწავლილი სიტყვებისა და გამოთქმების,ზმნის ფორმების,დროებისა და პუნქტუაციის ნორმების დაცვა, ასევე ნასწავლი ლექსიკურ-გრამატიკული უნარების პრაქტიკაში გამოყენება:მცირე ზომის ტექსტის შედგენა და შემოქმედებითი დამოკიდებულების გამოვლენა;


მუშაობის განრიგი:  სულ 12  საათი.
      4-11-18-25  ოქტომბერი.
      1-8-15-22-29  ნოემბერი.
      6-13- 20    დეკემბერი.

1)     თემა:   Present tense;   Prasal verbs:look into/up to/up/after/forward to
აქტივობა: 1.  მასწ. აძლევს მოსწავლეებს წინადადებებს  აწმყო დროებში,მოსწ. დაალაგებენ წინადადებებს აწმყო დროის ფორმების მიხედვით.მოსწავლეები მუშაობენ ტესტებზე ( აწმყო დრო) ინდივიდუალურად.
2.  მასწ. უხსნის მოსწავლეებს phrasal verb - ის მნიშვნელობებს  look into/up to/up/after/forward to,მოსწ. მუშაობენ,სვამენ ზმნებს წინადადებებში ინდივიდუალურად.
3. მასალის შეჯამება: მასწ.ამოწმებს ტესტებს,გაანალიზებს მოსწავლეთა შედეგებს, და აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

რესურსი: Round up 4.   Top score 3.    p. 4


    2)     თემა:   Past  tense;   Prasal verbs get on/ off/into/ out of/
         აქტივობა: 1.  მასწ. აძლევს მოსწავლეებს წინადადებებს  წარსულ  დროებში,მოსწ.        დაალაგებენ წინადადებებს წარსული  დროის ფორმების მიხედვით.მოსწავლეები მუშაობენ  ტესტებზე (წარსული დრო) ინდივიდუალურად.
       მასწ. უხსნის მოსწავლეებს  phrasal verb-ის მნიშვნელობებს get on/ off/into/ out of ,მოსწ. მუშაობენ,სვამენ ზმნებს წინადადებებში ინდივიდუალურად.
      მასალის შეჯამება: მასწ.ამოწმებს ტესტებს,გაანალიზებს მოსწ. შედეგებს და აძლევს განმავითარებელ შეფასებას. რესურსი: Round up 4.   Top score 3.    p. 83

3)         თემა:   Future  tense:  will,  be going to.  უცხო ტექსტზე მუშაობა
აქტივობა: მასწ. აძლევს მოსწ. წინადადებებს  will  და be going to -ს გამოყენებით,მოსწ.პოულობენ განსხვავებას და მუშაობენ ტესტზე,შემდეგ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს  ტექსტს,მოსწავლეები წაიკითხავენ და ამოირჩევენ ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთ სწორ პასუხს ტექსტის შინაარსიდან გამომდინარე.ბოლოს მასწავლებელი და მოსწავლეები აჯამებენ  მასალას.
      რესურსი: Round up 4.  პ.  25-26.  გურასაშვილის ტესტები.

4)         თემა:  passive tense.  უცხო ტექსტზე მუშაობა

აქტივობა: 1.  მასწ. აძლევს მოსწავლეებს წინადადებებს    passive -ის დროებში,მოსწ. დაალაგებენ წინადადებებს  დროის  მიხედვით. შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ ტესტებზე (passive tense) ინდივიდუალურად.
2.მოსწ. მუშაობენ ტექსტზე, მოცემულ  წინადადებებს დაუკავშირებენ  აბზაცებს.
3. მასალის შეჯამება: მასწ.ამოწმებს მოსწავლეთა ნამუშევარს,გაანალიზებს მოსწ. შედეგებს და აძლევს განმავითარებელ შეფასებას.
რესურსი:    Round  up  4.   Laser B1+   p.60.  unit 7

5)      თემა : Conditional; უცხო ტექსტზე მუშაობა
აქტივობა:  მასწ.  აძლევს მოსწ. წინადადებებს Conditional-ის  ყველა ფორმით.მოსწ. დაალაგებენ წინადადებებს  რიგითობის მიხედვით,იმუშავებენ  Conditional-ზე  წყვილებში.
მოსწ. იმუშავებენ  უცხო ტექსტზე:  სიტყვა ჩასმა ტექსტში. 
რესურსი:    Destination  B1. P 118-unit  28-29.   გურასაშვილის ტესტები.

6)    თემა: Conjuction, links.
აქტივობა: მასწ. ასახელებს  მაკავშირებელ სიტყვებს (Conjuction).უხსნის  მოსწ. მათ გამოყენებას.შემდეგ მოსწ მუშაობენ წყვილებში, ბოლოს აჯამებენ სწორ და არასწორ პასუხებს და მსჯელობენ მათ გამოყენებაზე.    რესურსი:    Destination  B1. P 166

7)      თემა: Essay -ს წერა
აქტივობა:  მასწ. უხსნის მოსწ. წერის ზოგად სტრუქტურას( შესავალი, არგუმენტები, დასკვნა)
აძლევს  ზოგად  ფრაზებს, მაკავშირებელ  სიტყვებს (Although,However, firstly… to begin with, to sum up) და ა.შ
მოსწავლეები წერენ თემას  ამ ფრაზების გამოყენებით.
რესურსი: Laser B1+     p. 20.Unit 2.


8)     თემა: Essay -ს წერა

აქტივობა:  მასწ. აძლევს მოსწ. კონკრეტულ თემას ,ახსენებს ფრაზებს,რომლებიც შეიძლება  მოსწავლეებმა წერის დროს გამოიყენონ. მოსწ. წერენ ინდივიდუალურად,მასწ. აძლევს განმავითარებელ შეფასებას.    რესურსი:  Toeffel.

9)    თემა:  Direct,Indirect speech.
აქტივობა:  მასწ. უხსნის მოსწ. Direct,Indirect speech-ის  წარმოებას  და გამოყენებას. მოსწ. მუშაობენ  ტესტზე ინდივიდუალურად.მასწ.  ამოწმებს ტესტს და ერთად მსჯელობენ თემაზე.   რესურსი: Round  up 4. P.113.    


10)    თემა:  Direct,Indirect speech: კითხვითი  და ბრძანებითი ფორმების გამოყენება
აქტივობა:  მასწ. უხსნის მოსწ. Direct,Indirect speech-ის კითხვითი  და ბრძანებითი ფორმების  წარმოებას  და გამოყენებას. მოსწ. მუშაობენ  ტესტზე ინდივიდუალურად.მასწ.  ამოწმებს ტესტს და ერთად მსჯელობენ თემაზე.                         რესურსი:   Destination 1.

11 -12)  თემა:  ტესტებზე მუშაობა - მასალის შეჯამება.
აქტივობა:  მოსწავლეები  ინდივიდუალურად მუშაობენ  ტესტებზე.
რესურსი:  naec.ge  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.


ინგლისური ენის მასწავლებელი:   თ.იკოშვილი.  2017წ.

საწრეო მუშაობის რეფლექსია მე-7 კლ.2018წ.


                                              საწრეო მუშაობის რეფლექსია
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის  ფარგლებში  2017-2018 სასწავლო წლის  მე-2  სემესტრში დავიწყე საწრეო მუშაობის განხორციელება მე-7 კლასში სახელწოდებით ’’ Listeners’’. საწრეო მუშაობა მოიცავდა  11 სამუშაო შეხვედრას.  
საწრეო მუშაობის მიზანი იყო: მოსმენის უნარის გაუმჯობესება.
მოსწ. შეძლებს  საერთაშორისო სიტყვების,მარტივი ფრაზების,გამოთქმების მოსმენას და გაგებას.უცხ.ს.1.1
მოსწ. შეძლებს  ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის მოსმენას და გაგებას.უცხ.ს. 1.3
მოსწ. შეძლებს შინაარსის გაგების გასაადვილებლად მიმართოს სხვადსხვა სტრატეგიას. უცხ.ს.1.4
წრეში საწყის ეტაპზე გაწევრიანებული იყო 10 მოსწავლე,შემდეგ წრეს გამოაკლდა ერთი მოსწავლე(მოსწავლე გადავიდა სხვა სკოლაში).პირველი მოსასმენი დავალება მოიცავდა მისალმებასა და გაცნობასთან დაკავშირებულ თემას.მოსწავლეებმა ასევე მოისმინეს დავალებები სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით: ქვეყნებთან,ეროვნებებთან,პირად ინფორმაციასთან,ასაკთან,ტელეფონის ნომერთან,დროსთან,კვირის დღეებთან,თვეებთან,რიცხვთან/თარიღთან, ერთი ტიპიურ დღესთან,დალაქთან,მოგზაურობასთან,ამინდთან,თხოვნასთან,აზრის გამოხატვასთან დაკავშირებული თემები.ყველა ეს თემა მოსწავლეებმა მოისმინეს და დაწერეს გრამატიკულ მასალასთან კავშირში: be-was/were; be going to; ნაცვალსახელები,წინდებულები და ა.შ.მოსწავლეები უპირველესყოვლისა ეცნობოდნენ უცხო სიტყვებს,შემდეგ ისმენდნენ ტექსტს და ასრულებდნენ ტექსტთან დაკავშირებულ სხვადასხვა დავალებებს: T/F,კითხვა-პასუხი,გამოტოვებული სიტყვის/ფრაზის ჩაწერა და ა.შ.
წახალისების მიზნით მოსწავლეები ასევე უსმენდნენ და უყურებდნენ მულთფილმებს: მოისმინეს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია,დაწერეს დავალებები მოსმენილი ტექსტების მიხედვით:(წინადადებების თანმიმდევრულად დალაგება, კითხვა - პასუხი,სწორი-არასწორი წინადადებები).
მოსწავლეებმა შეძლეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნის მიღწევა მოსმენის მიმართულებით.გაიუმჯობესეს მოსმენის უნარი,თუმცა საწყის ეტაპზე უჭირდათ მოსასმენი ტექსტის გაგება და მიწევდა მათთვის ტექსტის დანაწევრებით და განმეორებით რამდენჯერმე მოსმენა,მაგრამ მუშაობის პროცესში ეს სიძნელე ნელ ნელა დაძლიეს.
მოსწ.შეძლეს საერთაშორისო სიტყვების,მარტივივი ფრაზების,გამოთქმების მოსმენა და გაგება.სიტყვების ნაკადში ცალკეული სიტყვების/ფრაზების გარჩევა,შეძლეს ფრაზების/გამოთქმების მნიშვნელობის ამოცნობა.ნაცნობ თემატიკაზე აგებული მცირე ზომის ტექსტის მოსმენა და გაგება. ამოიცნეს  თემა - (პერსონაჟები,მოვლენები)ტექსტიდან ამოკრიბეს  ფაქტობრივი ინფორმაცია ( ვინ,სად,როდის, რამდენი,რომელი...).ამოიცნეს ინტონაციით გამოხატული ემოციები.მოსწ. შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით მიმართავდნენ სხვადასხავა სტრატეგიებს: სათაურის,ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამდნენ ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ.მოსასმენი დავალებების გაგების მიზნით მოსწავლეები იყენებდნენ არავერბალურ ელემენტებს(ხმის ტემბრს,ინტონაციას...).
საწრეო მუშაობა მოსმენის მიმართულების გარდა მოიცავდა ენის შესწავლის სხვა მიმართულებებს მოსმენასთან კომბინაციაში: კითხვა,წერა,საუბარი,გრამატიკა.(წერდნენ სიტყვებს და ფრაზებს,კითხულობდნენ ტექსტს,პასუხობდნენ კითხვებს და ისმენდნენ დავალებებს გრამატიკული ერთეულების გამოყენებით).
არ გამხდარა საჭირო გეგმის ან განრიგის შეცვლა (გარდა ზემოთ აღნიშნულისა,ტექსტის დაყოფით მოსმენა უკეთ გაგების მიზნით).
მოსწავლეები აქტიურად და ხალისით იყვნენ ჩართულნი საწრეო მუშაობაში,რასაც ვფიქრობ ხელს უწყობდა გამოყენებული,მრავალფეროვანი თემები.

გამოყენებული რესურსი: New English file/beginner.
                                               Learnenglishkids.britishcouncil.org